Tuesday, January 21, 2020

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ქართული ენა-ლიტერატურის პედაგოგის მედეა ბორჩაშვილის
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა
მოსწავლეებში წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარების განვითარება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, VII კლასში.

2018-2019 სასწ. წელი

                                                სარჩევი
შესავალი-------------------------------------------------------------------------- 2
თავი I------------------------------------------------------------------------------ 3-5
საკვლევი საკითხის მიმოხილვა, მოკლე ინფორმაცია VII კლასის შესახებ, პრობლემის აქტუალობის დასაბუთება, სამიზნე ჯგუფი
თავი II----------------------------------------------------------------------------5-10
ლიტერატურის მიმოხილვა
თავი III----------------------------------------------------------------------------10-14
საკვლევი კითხვების ფორმულირება, კვლევის მიზნები და ამოცანები, პრობლემის გამომწვევი მიზეზები, კვლევის გეგმა
თავი IV----------------------------------------------------------------------------14-23
კვლევის მეთოდების განხილვა, ცხრილებისა და გრაფიკების ჩამონათვალი, შედეგების ანალიზი, დასკვნა
თავი V ---------------------------------------------------------------------------23-29
ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება, შედეგები და ანალიზი, ინტერვენციების შეფასება
თავი VI---------------------------------------------------------------------------------30
კვლევის შედეგების გაზიარება.
თავი VII----------------------------------------------------------------------------30-31
პრაქტიკული კვლევის არსი და სკოლაში მისი დანერგვა
თავი VIII---------------------------------------------------------------------------31-49
კვლევის ძირითადი დასკვნები, მიგნებები, რეკომენდაციები, კვლევის ნაკლოვანებები,  ბიბილიოგრაფია, დანართები, რეფლექსია.


           
შესავალი

წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებში წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების პრობლემა და ამ პრობლემის გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელებული გზები. ასევე ყურადღება გამახვილებულია საკვლევ საკითხთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში და სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე და გადაჭრის შესაძლებლობაზე.
            წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს . ამ საკითხის პრობლემურობა ნათელია სხვადასხვა კვლევებიდან გამომდინარე. წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების პრობლემის დაძლევა 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევადაა გამოცხადებული. წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით ტარდება წიგნიერების შეფასების მასშტაბური საერთაშორისო კვლევები, რომლებიც გვიჩვენებენ რეალურ მდგომარეობას და გვეხმარებიან პრობლემის დაძლევის გზების ძიებაში (პირველ რიგში ესაა  PIZA, PIRLS ).  ამაზე საუბრობს მეცნიერთა უმრავლესობაც. მოცემული საკითხის კვლევისთვის შევიმუშავე გეგმა, რომლის მიზანიც იყო მოსწავლეებში წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარების გაუმჯობესება. კვლევა ჩატარდა, როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით. ინსტრუმენტებს კი წარმოადგენდა ფოკუს ჯგუფი, დაკვირვება, ანკეტირება და კითხვარი. შედეგების გასაუმჯობესებლად გამოვიყენე ინტერვენციები, რომელბიც კვლევის პროცესში საჭიროებიდან გამომდინარე დაიგეგმა.
ნაშრომი შედგება  7 თავისაგან.
თავი I. საკვლევი საკითხის მიმოხილვა, მოკლე ინფორმაცია VII კლასის შესახებ, პრობლემის აქტუალობის დასაბუთება, სამიზნე ჯგუფი.
თავი II. ლიტერატურის მიმოხილვა.
თავი III. საკვლევი კითხვების ფორმულირება, კვლევის მიზნები და ამოცანები, პრობლემის გამომწვევი მიზეზები, კვლევის გეგმა.
თავი IV.კვლევის მეთოდების განხილვა, ცხრილებისა და გრაფიკების ჩამონათვალი, შედეგების ანალიზი, დასკვნა.
თავი V. ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება, შედეგები და ანალიზი, ინტერვენციების შეფასება
თავი VI. კვლევის შედეგების გაზიარება.
თავი VII. პრაქტიკული კვლევის არსი და სკოლაში მისი დანერგვა.
თავი VIII. მიგნებები, რეკომენდაციები, კვლევის ნაკლოვანებები, დასკვნა, ბიბილიოგრაფია, დანართები, რეფლექსია.
            მუშაობის ეს თანმიმდევრობა განაპირობა კვლევის პროცესმა.

           
თავი I. საკვლევი საკითხის მიმოხილვა.
მოკლე ინფორმაცია VII კლასის შესახებ
            სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის VII კლასში სწავლობს 24 მოსწავლე, გოგონა-15, ვაჟი-9. აღნიშნულ კლასში ვასწავლი მიმდინარე სასწავლო წლიდან, მოსწავლეებთან ვმუშაობ თანამედროვე მიდგომებით, მუდმივად ვზრუნავ ჩემს პროფესიულ განვითარებაზე, გავდივარ სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და ვკითხულობ სხვადასხვა ლიტერატურას მოსწავლეთა ფსიქოლოგიაზე, მოტივაციაზე და ჩართულობის ამაღლებაზე, მაქვს საშუალება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ხარისხიანად წარვმართო სწავლა-სწავლების პროცესი.


პრობლემის აქტუალობის დასაბუთება
კვლევის მიზანია მოსწავლეებში წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარების გაუმჯობესება ქართული ენა-ლიტერატურის გაკვეთილზე.
მიმდინარე სასწავლო წელს, როდესაც პირველად შევედი  მე-7 კლასში მოსწავლეთა შესაძლებლობაზე, უნარ-ჩვევებზე და სწავლის სტილზე დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე,  რომ მოსწავლეებს უჭირთ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება. ისინი ტექსტს იაზრებენ მხოლოდ ზედაპირულად და ყურადღების მიღმა რჩებათ ტექსტის მთავარი სათქმელი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან წახალისებულია ყოველგვარი განსხვავებული მოსაზრება, მაინც თავს იკავებენ საკუთარი აზრის გამოხატვისგან. პრობლემის უკეთ იდენტიფიცირებისთვის შევიტანე სხვადასხვა სახის ტექსტები (საინფორმაციო, მხატვრული) შედეგი სახარბიელო არ აღმოჩნდა, მოსწავლეთა უმრავლესობას გაუჭირდა ნაწარმოების იდეური გასაღების დანახვა. იმისათვის, რომ დამედგინა არის თუ არა ეს პრობლემა სხვა საგნებში, შევხვდი და გავესაუბრე კოლეგებს, რომლებიც აღნიშნულ კლასში შედიოდნენ, რის შემდეგაც გამოიკვეთა პრობლემა, რომ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება ერთი რომელიმე საგნის პრობლემა არ არის, ეს არის ზოგადი ტენდენცია და თითქმის ყველა საგნის პრობლემას წარმოადგენს.   მოსწავლეებს უჭირთ დავალების პირობის გააზრება. მაგ: ისტორიის მასწავლებელი აღნიშნავდა, რომ   მოსწავლეებს უჭირთ ისტორიული მოვლენებისა და ფაქტების ახსნა და გაანალიზება, ასევე ისტორიული წყაროს გაგება-გააზრება და მისი ანალიზი.  გეოგრაფიის მასწავლებელმაც აღნიშნა, რომ ხშირად მოსწავლეები დავალების პირობას არასწორად იგებენ და სწორად ვერ იაზრებენ. ნებისმიერი საგნობრივი კომპეტენცია გულისხმობს წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებას.
აქტუალურია იმითაც, რომ ეროვნულ გამოცდებზე მოსწავლეებს მოეთხოვებათ წაკითხული ტექსტის გააზრება. აღნიშნულ პრობლემაზე ჩატარდა არაერთი კვლევა და კვლევის შედეგებმაც აჩვენა მოსწავლეთა დაბალი მაჩვენებელი ტექსტის გაგება-გააზრებაზე, მაგ: PIZA, PIRLS,  ასევე არაერთი თეორიტიკოსი საუბრობს ამ პრობლემაზე (იხ. ლიტერატურის მიმოხილვა).
აქედან გამომიდინარეობს ის, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა ასწავლოს არა მარტო ტექსტის წაკითხვა, არამედ ის, თუ როგორ გაიგოს და გაიაზროს ტექსტი სწორად. წაკითხულის გაგება-გააზრება ერთჯერადი აქტი არ არის, ეს სწავლა-სწავლების თანმდევი პროცესია. ყველა საგნის მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ კითხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარია 21-საუკუნეში, რომელსაც მუდმივი განვითარება სჭირდება. კითხვა სწავლის ინსტრუმენტია და მის გარეშე შეუძლებელია რომელიმე საგნის სწავლა,  ამიტომ  ვფიქრობ, რომ მასწავლებელი უნდა იყენებდეს სხვადასხვა სტრატეგიებს, რათა დაეხმაროს მოსწავლეს ტექსტის უკეთ გააზრებაში.
სამიზნე ჯგუფი
სსიპ სოფელი დუისის საჯარო სკოლის VII კლასის 24 მოსწავლე (გოგონა-15, ვაჟი-9).
კვლევაში მონაწილეთა  რესპოდენტთა რაოდენობა
 1.სსიპ სოფელი დუისის საჯარო სკოლის VII კლასის 24 მოსწავლე (გოგონა-15, ვაჟი-9).
2. სსიპ სოფელი დუისის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეთა ოცი მშობელი.

თავი II. ლიტერატურის მიმოხილვა
            წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება ყოველთვის იყო და არის მოსწავლეთა უმნიშვნელოვანესი პრობლემა. მოსწავლეებს ხშირად უჭირთ ნაწარმოების სიღრმისეულად გააზრება,  ტექსტში დასმული პრობლემის ამოცნობა და მის მიმართ საკუთრი დამოკიდებულების გამოკვეთა, ასევე, იმის განსაზღვრა, თუ როგორაა ეს პრობლემები ტექსტში გადაწყვეტილი.
            აღნიშნულ საკითხზე არაერთი კვლევა ჩატარებულა. ამ მიმართულებით 2006 წელს  ჩატარებულმა ირლს-ის საერთაშორისო კვლევამ ცხადყო, რომ მოსწავლეებს უჭირთ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება, ისინი ვერ ახერხებენ გაანალიზონ ის ინფორმაცია, რომელიც ტექსტის შინაარსიდან გამომდინარეობს (წიგნიერება, ირლს-2006 საქართველოში, გამოცდების ეროვნული ცენტრი).
მეორე მნიშვნელოვანი კვლევაა „საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“(IEA) მიერ ადმინისტრირებული წიგნიერების საერთაშორისო კვლევა (PIRLS), რომელიც 5 წელიწადში ერთხელ ტარდება.
PIRLS-ის კვლევის მიზანია, შეამოწმოს 9-10 წლის მოზარდებში წაკითხულის გააზრების უნარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კვლევა უშუალოდ ტექსტის წაკითხვასა და მის გააზრებას აკვირდება.
საქართველომ უკვე ორჯერ მიიღო მონაწილეობა PIRLS-ის კვლევაში 2006 და 2011 წლებში.
ორივე წელს აღნიშნულ კვლევაში მსოფლიოს 45 ქვეყანა მონაწილეობდა. PIRLS-ის საერთაშორისო რეიტინგულ სკალაზე საქართველომ 2006 წელს 37-ე ადგილი დაიკავა, 2011 წელს კი -33-ე. მართალია  2006 წელთან შდარებით 2011 წელს საქართველოს  შედეგები გაუმჯობესდა, თუმცა მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს.
საქართველოში რესურსებით მდიდარ სკოლებში მოსწავლეებს მიღწევის საშუალოზე მაღალი მაჩენებელი აქვს (523). რესურსებით ღარიბ სკოლებში კი საგრძნობლად დაბალი (478) (PIRLS 2011, წიგნიერება, ანგარიში, გვ. 119).
საკმაოდ მასშტაბური კვლევაა PIZA, რომელშიც 2009 წელს მსოფლიოს 74 ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოც.
PIZA-ს 2009 წლის საქართველოს კვლევის შედეგები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა მსოფლის საშუალო მაჩვენებელს.
PIZA-ს საერთაშორისო საშუალო ქულა არის 493, საქართველოს საშუალო ქულა კი-374.
მასწავლებლისთვის ერთ-ერთუმნიშვნელოვანეს დოკუმენტს წარმოადგენს ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც თითოეულ მასწავლებელს აძლევს ზოგად სახელმძღვანელოს თუ რა უნდა გააკეთოს მოსწავლემ და რა შედეგზე უნდა გადიოდეს. აქ მკვეთრად არის გადმოცემული, რომ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების, ანალიზისა და შეფასების უნარი. ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცალსახად წერია მოთხოვნა, რომ მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია სააზროვნო უნარების ჩამოყალიბება (ესგ, 2011-2016).
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო თითოეული მასწავლებლისთვის არის საგნის სტანდარტი, რომლის გარეშეც შეუძლებელია გაკვეთილის დაგეგმვა და მოსწავლეთა შეფასება. ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის შესავალ ნაწილში ცხადად არის განმარტებული, რომ მნიშვნელოვანია:
·         ტექსტის ანალიზის უნარის განვითარება;
·         დისკუსიებში მონაწილეობა, მონოლოგური და დიალოგური მეტყველების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
·         .ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული ფასეულობების აღქმა-გააზრება და მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
·         ტექსტებთან შემოქმედებითი (თავისუფალი) დამოკიდებულების გამომუშავება.
მე-7 კლასის ქართული ენა ლიტერატურის სტანდარტის გაანალიზების შემდეგ მნიშვნელოვანი წილი ტექსტის გაგება-გააზრებაზე მოდის.
ეროვნული სასწავლო გეგმის ფუნდამენტური პრინციპია შედეგზე ორიენტირება. ქართული ენა-ლიტერატურის საგნობრივი სტანდარტის თანახმად მასწავლებელი ვალდებულია მოსწავლეს განუვითაროს წაკითხული  ტექსიდან, როგორც ექსპლიციტური, ისე იმპლიციტური ინფორმაციის ამოღება და დახარისხება.
წაკითხულის გაგება-გააზრება კითხვის ძირითადი მიზანია, იგი თავის თავში მოიცავს რთულ კოგნიტურ პროცესებს, რომლებიც ეხმარება მკითხველს აზრი გამოიტანოს წაკითხულიდან  კითხვის პროცესშივე დააფიქსიროს მისთვის გაუგებარი ან რთულად გასაგები ადგილები.
            წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარის დაუფლება, ერთი მხრივ, ხელს უწყობს სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და, მეორე მხრივ, მოზარდს სოციალიზაციასა და პიროვნულ განვითარებაში ეხმარება.
            ბლუმის კონცეფციის თანახმად, იმისათვის, რომ მოსწავლეებმა აითვისონ კონკრეტული თემა, ცოდნა არ არის საკმარისი. მასწავლებელმა უნდა ახსნას ცნება, წესი ან ფაქტი, გააცნოს მათ შესაბამისი თვალსაჩინო მასალა და მოსწავლეებისთვის გასაგები ენით შეაჯამოს ახალი ინფორმაცია. ბლუმის კლასიფიკაციის მიხედვით, იმისათვის, რომ მიღებული ინფორმაცია განზოგადდეს და შემდგომში ადეკვატურად გამოიყენოს, აუცილებელია მისი გაგება და გაანალიზება (პროფესიული უნარები, გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2008).
ამერიკელი მეცნიერი, განათლების სპეციალისტი და კოგნიტური მეცნიერების წარმომადგენელი, დევიდ პერკინსი, ავტორია თეორიისა „სწავლა გაგებისთვის“. ამ თეორიის მიხედვით, რომელიც „თეორია ერთის“ სახელითაა ცნობილი, სწავლა ჩაღრმავებული აზროვნების, გაგების შედეგია.
პერკინსის თქმით მასწავლებლის მთავარი ამოცანაა მოსწავლეთა აზროვნების უნარის განვითარება.
„მასწავლებლის ძირითადი სასწავლო მიზანია კლასში აზროვნების კულტურის დამკვიდრება“, ამბობს დევიდ პერკინსი (განვითარებისა და სწავლების თეორია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2011).
„იკითხო და არ გაიაზრო იგივეა ჭამო საჭმელი და არ დაღეჭო“, ამბობს ედისონი.
წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება აქტუალური თემაა თანამედროვე პედაგოგიკაში. ყველა, ვისაც კი რაიმე შეხება აქვს განათლებასთან თეორეტიკოსი მეცნიერები, პრაქტიკოსი მასწავლებლები, განათლების სისტემის მართვის რგოლში დასაქმებული ადამიანები, მკვლევარები და ა.შ. ერთხმად აღნიშნავენ, რომ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება განათლების სისტემის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს.
საგნობრივი ცოდნის გარდა, განათლება მოსწავლეებში კონკრეტულ უნარებსაც უნდა ავითარებდეს და ამ უნარებს შორის წამყვანი ადგილი სწორედ ტექსტის გაგება-გააზრებას უჭირავს.
დღეისათვის, სამწუხაროდ არ არსებობს მარტივი და ამომწურავი პასუხი კითხვაზე, თუ რა არის აზროვნება. აზროვნების უნარის მრავალი განსხვავებული განმარტება არსებობს. ერთ-ერთი ასეთი განმარტების მიხედვით,“აზროვნება არის ადამიანის უნარი გამოიყენოს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ახალი ინფორმაციის, ანალიზისა და დასკვნების გაკეთებისთვის, მოვლენების მიმართ საკუთარი მოსაზრების, პოზიციის ჩამოყალიბებისათვის.“ (მური, 2009)
წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება არ გულისხმობს რაიმე ერთი პროდუქტის შექმნას და შეჩერებას, პროცესი მუდმივად მიმდინარეა.
21-ე საუკუნეში ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებში მეტაკოგნიტური აზროვნების ჩამოყალიბება (მეტაკოგნიცია საკუთარი აზროვნების პროცესის ანალიზი) მასწავლებელი ვალდებულია მეტაკოგნიციის უნარის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო აქტივობები გამოიყენოს, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსწავლეთა მიღწევებს და აზროვნების პროცესის ხელისშემწყობიც ხდება.
აზროვნების კომპლექსურობის უკეთ გაგებისა და მოსწავლეებში ამ უნარის განვითარების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია ბლუმის ტაქსონომია
ბლუმის ტაქსონომიის შესაბამისად, აზროვნების ყველაზე დაბალი სამი საფეხურია ცოდნა, გაგება და გამოყენება, მაღალ საფეხურზე კი წარმოდგენილია ანალიზი, სინთეზი და შეფასება. ამ საფეხურების იერარქიულობა გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ ყოველი მომდევნო საფეხური წინარეზე უფრო რთულია, არამედ იმასაც, რომ იერარქიის ქვედა საფეხურები შენარჩუნებულია ზედა დონეებზეც. მასწავლებლის მიზანი უნდა იყოს ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც ხელი შეეწყობა ბლუმის ტაქსოონომიით გათვალისწინებული აზროვნების ყველა საფეხურის განვითარებას. (ეფექტიანი სწავლება, 2010)
იხ. დანართი 1 ბლუმის ტაქსონომია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ლიტერატურის  დამუშავების შემდეგ  მნიშვნელოვანი არგუმენტები მაქვს, იმის დასამტკიცებლად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებში წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარების გაუმჯობესება 21-ე საუკუნის მოქალაქისთვის.  კიდევ ერთხელ თვალნათლივ მაჩვენა და დამაფიქრა ჩემს როლზე საგაკვეთილო პროცესში. ამ გამოწვევების წინაშე მდგარი თითოეული მასწავლებელი ვალდებულია საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პრობლემის მოგვარებაში. ჩემი გადაწყვეტილებაც სწორედ ამით იყო განპირობებული, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა და შემეცვალა ის საგაკვეთილო პროცესი, რომელსაც მე განვაგებ.
თავი III. საკვლევი კითხვების ფორმულირება, კვლევის მიზნები და ამოცანები, პრობლემის გამომწვევი მიზეზები, კვლევის გეგმა.
საკვლევი კითხვების ფორმულირება                     
          კვლევის მთავარი კითხვა იყო, თუ როგორ გავაუმჯობესო წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, VII კლასში. კვლევის მთავარ კითხვაში აღნიშნული პრობლემების მიზეზების დადგენაში დამეხმარა შემდეგ ქვე კითხვებზე პასუხის გაცემა.
1.      კითხვის რომელ მეთოდს იყენებ იმისათვის, რომ ტექსტი კარგად გაიაზრო?
მარკირება; პაუზებით კითხვა; ნიშანთა სისტემით კითხვა.
2.      რა დროს ანდომებ ტექსტის წაკითხვა-გააზრებას?
3.      გაქვთ თუ არა თქვენეული სტრატეგია წაკითხული ტექსტის გააზრებისას?
4.      არის თუ არა თქვენი საგაკვეთილო პროცესი ერთფეროვანი?
დიახ; არა.
5.      რამდენად კარგად შეგიძლია ტექსტიდან მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის ამოღება?
კარგად; საშუალოდ; ცუდად.
6.      გჭირდება თუ არა დახმარება ტექსტზე მუშაობისას?
დიახ; არა; ზოგჯერ.
7.      რომელი უფრო გიადვილდება, მოსმენით გააზრება თუ კითხვით?
მოსმენით; კითხვით.
8.      მოგწონთ თუ არა თქვენი საგაკვეთილო პროცესი?
დიახ; არა; ნაწილობრივ.
9.      როგორ ფიქრობთ, რამდენად რთულია თქვენთვის გასააზრებლად სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტები
რთულია; საშუალო სირთულისაა; მარტივია.
10.  რა ტიპის ტექსტების გააზრება გიადვილდებათ?
ნარატიული; საინფორმაციო; ადაპტირებული.


            აღნინულ კითხვებზე პასუხის გასაცემად შევიმუშავე კვლევის გეგმა. კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების მეთოდებად გამოვიყენე ღია და დახურული ანკეტირება, ინტერვიუ, ფოკუსირებული დაკვირვება გაკვეთილზე და კითხვარები.

კვლევის მიზანი:
მოსწავლეებში წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარების განვითარება.
ქვე-მიზნები:
§  ტექსტის სიღრმისეული გააზრების უნარების ჩამოყალიბება.
§  ტექსტიდან, როგორც ექსპლიციტური, ისე იმპლიციტური ინფორმაციის ამოღება და დახარისხება
§  მოსწავლეების ჩართვა ერთ თემაზე განსხვავებული ინფორმაციის დაგროვებისა და განსხვავებული შეხედულების გამოხატვის პროცესში ;
§  ტექსტში დასმული პრობლემის ამოცნობა და მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
§  ზეპირმეტყველებისა და სოციალური უნარების გაუმჯობესება;
§  ინფორმაციის ორგანიზებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების გამომუშავება;


პრობლემა: მოსწავლეებს უჭირთ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება.
კვლევის ამოცანები:
·         მოსწავლეთა წინასწარი გამოკითხვა;
·         კონსულტირება კათედრის წევრებთან;
·         საკითხთან დაკავშირებული არსებული კვლევებისა და ლიტერატურის შესწავლა და ანალიზი;
·         მოქმედების სტრატეგიის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა;
·         თითოეულ მოსწავლეზე დაკვირვება სწავლების პროცესში;
·         მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია.
ინტერვენციების დაგეგმვამდე საჭირო იყო ჩამომეყალიბებინა პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები. ამ პრობლემასთნ დაკავშირებით ჩავატარე ფოკუს ჯგუფი, როგორც თანამშრომლებთან,  ისე მშობლებთან და  მოსწავლეებთან. კითხვარის საშუალებით გამოვკითხე მშობლები, მოსწავლეებში ჩავატარე დიაგნოსტიკური ტესტირება. კითხვარი მომზადდა მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის, კითხვარი მშობლებს სახლში  გავუგზავნე შესავსებად. მონაწილეობა მიიღო ოცმა მშობელმა.
კითხვარი მშობლებისთვის:
1.      რა დროს ანდომებს თქვენი შვილი ტექსტის გაგება-გააზრებას?
2.      არის თუ არა სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ტექსტები მათთვის მისაღები შინაარსობრივი თვალსაზრისით?
3.      იყენებს თუ არა მასწავლებელი მრავალფეროვან აქტივობებს?
4.      რა თემებია მათთვის საინტერესო, რომელთა შესწავლაც გაზრდის მათ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში?
5.      ეხმარებით თუ არა თქვენს შვილს წაკითხული ტექსტის გააზრებაში?

პრობლემის გამომწვევი მიზეზები
საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, კოლეგებთან შეხვედრით და მშობელთა გამოკითხვის შედეგად  წამოვაყენე ჰიპოთეზები.
·         ერთფეროვანი გაკვეთილები;
·         რთული და უინტერესო ტექსტები;
·         მოსწავლეები ყურადღებას აქცევენ ტექსტის ზედაპირულ ინფორმაციას და მას სიღრმისეულად არ იაზრებენ;
·         არ იციან ტექსტზე მუშაობის სტრატეგიები;
·         საგნისადმი დაბალი მოტივაცია. ფიქრობენ, რომ ქართული ძალიან მარტივია და არ გაუჭირდებათ;
·         მაღალი თვითშეფასება;
·         მეტაკოგნიტური უნარების ნაკლებობა.

კვლევის გეგმა
აქტივობა
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
პრობლემის შერჩევა
ü   






კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
ü   






ინტერვიუ მოსწავლეებთან
ü   






ინტერვიუ კოლეგებთან
ü   






მონაცემების შეგროვება

ü   





მონაცემების ანალიზი და დასკვნა

ü   





კითხვარების შედგენა, დამუშავება

ü   





გამოკითხვა/ანკეტირება

ü   





მიღებული შედეგების ანალიზი


ü   




სავარაუდო ინტერვენციების განხილვა


ü   




ინტერვენციის განხორციელება


ü   
ü   
ü   
ü   

ინტერვენციის შედეგების ანალიზი






ü   
პრეზენტაცია, კოლეგებისთვის შედეგების გაზიარება






ü   


თავი IV. კვლევის მეთოდების განხილვა, ცხრილებისა და გრაფიკების ჩამონათვალი, შედეგების ანალიზი, დასკვნა
კვლევის მეთოდების განხილვა
            კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით გამოვიყენე მონაცემების შეგროვების შერეული მეთოდი, როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი, რამაც ჩემი შედეგები თვლადი და გაზომვადი გახადა.
თვისებრივმა კვლევამ საშუალება მომცა სიღრმისეულად გამომეკვლია ჩემი სამიზნე ჯგუფის, კერძოდ, VII კლასის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების დამოკიდებულება საკვლევ საკითხთან დაკავშირებით, გამომეკვეთა ტენდენციები, პრობლემური საკითები და მომემზადებინა კითხვარი რაოდენობრივი კვლევისათვის.
თვისობრივი კვლევისას გამოყენებული იქნა შემდეგი ინსტრუმენტები:
·         ფოკუს ჯგუფი;
·         დაკვირვება.
კვლევის პირველ ეტაპზე საკვლევი საკითხის შესწავლისთვის ჩატარდა ფოკუს ჯგუფები, რომლებშიც მონაწილეობდნენ VII კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, ასევე განვახორციელე საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება, შევიმუშავე შესაბამისი გეგმა ერთი თვის განმავლობაში გაკვეთილზე დაკვირვებისთვის.  ვაკვირდებოდი მოსწავლეებს, შევიტანე კლასში, როგორც საინფორმაციო, ისე მხატვრული ტექსტები და ვთხოვე მოსწავლეებს გამოეყოთ ტექსტიდან მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია. ვატარებდი საკლასო დისკუსიებს იმის დასადგენად თუ რამდენად შეუძლიათ ტექსტის გააზრება.
      გამოიკვეთა, რომ მოსწავლეები წაკითხულ ტექსტს მხოლოდ ზედაპირულად იაზრებენ და უჭირთ მისი სიღრმისეულად გაგება-გააზრება, ასევე მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოკვეთა. სასწავლო მასალა ძალიან გადატვირთულია, მოსწავლეებისთვის მოსაწყენია ერთფეროვანი გაკვეთილები, არ იციან ტექსტზე მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიები.  ამის შემდეგ შევიმუშავე რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტი.
რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტი
            რაოდენობრივი კვლევისთვის მოვამზადე  კითხვარი, რომელშიც შედიოდა, როგორც დახურული, ისე ღია კითხვები. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო VII კლასის ყველა მოსწავლემ.
            კვლევის ამოცანებიდან გამომდინარე ჩემთვის საინტერესო იყო გამეგო კითხვის რომელი სტრატეგიები გამომეყენებინა, იმისათვის, რომ მოსწავლეებს ტექსტი უკეთ გაეაზრებინათ და საგაკვეთილო პროცესი მრავალფეროვანი და საინტერესო გამეხადა.


მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგები

1.      კითხვის რომელ მეთოდს იყენებ იმისათვის, რომ ტექსტი კარგად გაიაზრო?
2.       

2. რა დროს ანდომებ ტექსტის წაკითხვა-გააზრებას?

 




3. გაქვთ თუ არა თქვენეული სტრატეგია წაკითხული ტექსტის გააზრებისას?


4. არის თუ არა თქვენი საგაკვეთილო პროცესი ერთფეროვანი?


 



6. გჭირდება თუ არა დახმარება ტექსტზე მუშაობისას?



5. რამდენად კარგად შეგიძლია ტექსტიდან მთავარი და მეორე ხარისხოვანი ინფორმაციის ამოღება?

 



8.      მოგწონთ თუ არა თქვენი საგაკვეთილო პროცესი?


7. რომელი უფრო გიადვილდება, მოსმენით გააზრება თუ კითხვით?




9.      როგორ ფიქრობთ, რამდენად რთულია თქვენთვის  გასააზრებლად  სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტები?

 



10.  რა ტიპის ტექსტების გააზრება გიადვილდებათ?

 


შედეგების ანალიზი
კვლევის ამ მეთოდმა გამოკვეთა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომ მოსწავლეები არ იცნობენ კითხვის ეფექტურ მეთოდებს. გამოკითხულ მოსწავლეთა 64% იყენებს პაუზებით კითხვის მეთოდს, რაც ნაკლებად იძლევა ტექსტის გააზრების საშუალებას, ამის მიზეზად კი ასახელებენ ერთფეროვან გაკვეთილებს, რაც გამოკითხულთა 78%-მა აღნიშნა. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე რამდენ დროს ანდომებს მოსწავლე ტექსტის გაგება-გააზრებას. აღნიშნულ კითხვაზე 59%-მა გამოკვეთა, რომ ერთ საათს ანდომებდა, რაც ნამდვილად გასათვალისწინებელია. მოსწავლეს დღეში 4,5,6 საგანი აქვს მოსამზადებელი და ყველა სასწავლო დისციპლინა მოითხოვს მოსწავლისგან ტექსტის გაგება-გააზრებას, რაც იწვევს მოსწავლეთა გადაღლას და ნეგატიურად აისახება სწავლის პროგრესზე. 72% მიიჩნევს, რომ სახელმძღვანელოში მოცემული მასალა რთულია გასააზრებლად, 84% არ გააჩნია ტექსტის გააზრების მათეული სტრატეგია. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ კითხვაზე რამდენად კარგად შეგიძლია ტექსტიდან მთავარი და მეორე ხარისხოვანი ინფორმაციის ამოღება, 67% მიიჩნევს, რომ უჭირთ.
კითხვაზე, რა ტიპის ტექსტების გააზრება უადვილდებათ მოსწავლეებს, ნარატიული, საინფორმაციო თუ ადაპტირებული 63% აღნიშნავს, რომ ადაპტირებული და მათ ასაკობრივ შესაძლებლობებზე  მორგებული ტექსტები საინტერესო და მარტივად გასააზრებელი იქნებოდა მათთვის. უჭირთ, როგორც საინფორმაციო, ისე ნარატიული ტექსტის გაგება-გააზრება.


მშობელთა გამოკითხვის შედეგები

1.      რა დროს ანდომებს თქვენი შვილი ტექსტის გაგება-გააზრებას?

 





2.      არის თუ არა სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ტექსტები მათთვის მისაღები შინაარსობრივი თვალსაზრისით?

 



3.      იყენებს თუ არა მასწავლებელი მრავალფეროვან აქტივობებს?




4.      რა თემებია მათთვის საინტერესო, რომელთა შესწავლაც გაზრდის მათ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში?

 






5. ეხმარებით თუ არა თქვენს შვილს წაკითხული ტექსტის გააზრებაში?
 


გამოკითხულ მშობელთა 83% აცხადებს, რომ მათი შვილი ერთ საათზე მეტს ანდომებს ტექსტის გაგება-გააზრებას და ამის მიზეზად თვლიან, რომ სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტები მათთვის რთულია შინაარსობრივი თვალსაზრისით.
84% თვლის, რომ მათ შვილებს წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება უფრო გაუმარტივდებათ, თუ მასწავლებელი შეიტანს მარტივ ტექსტებს და გაითვალისწინებს მათ ასაკობრივ თავისებურებებს. აქვე გამოკვეთეს კითხვის ეფექტური მეთოდების გამოყენების აუცილებლობა, ასევე მშობელთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, მათ დრო არ აქვთ დაეხმარონ შვილებს, მაინც უწევთ გამონახონ დრო, ვინაიდან ისინი დამოუკიდებლად ვერ იაზრებენ ტექსტებს. ფიქრობენ, რომ ეს ფუნქცია მთლიანად მასწავლებელს ეკისრება და მიიჩნევენ, რომ ეს სკოლის პრეროგატივაა.
დასკვნა
მონაცემთა შეგროვებამ და გაანალიზებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა პრობლემის აქტუალობაში.  გამოვიტანე დასკვნა, რომ მოსწავლეებს უჭირთ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება
დასკვნის გამოტანის საშუალება მომცა სწორად დასმულმა კითხვებმა, რომლებიც დავუსვი პრობლემის გამომწვევ მიზეზებს.
გამოკითხვებიდან და რეალური სურათიდან გამომდინარე, პრობლემურ საკითხად მივიჩნიე:
·         სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტების სირთულე
·         ერთფეროვანი გაკვეთილები.
·         მოსწავლეებმა არ იციან ტექსტზე მუშაობის ეფექტური სტრატეგიები
 გამოკითხვის შედეგების გაანალიზების  შემდეგ გადავწყვიტე ჩამეტარებინა ფოკუს ჯგუფი კოლეგებთან, რომლის მიზანი იყო გამეგო მათი მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ფოკუს ჯგუფის ფარგლებში კოლეგები გამოთქვამდნენ სხვადასხვა მოსაზრებებს, ძირითადი მოსაზრებები თანხვედრაშია. ისინიც მიიჩნევენ, რომ სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტები რთული და ძნელად გასაგებია. მოისმინეს რა ჩემ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, კოლეგებმა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მირჩიეს გამომეყენებინა ტექსტზე მუშაობის სხვადასხვა მეთოდები და კლასში შემეტანა ადაპტირებული ტექსტები.
თავი V. ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება, შედეგები და ანალიზი, ინტერვენციების შეფასება
წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული სირთულეების თავიდან ასაცილებლად საჭიროდ მივიჩნიე კითხვის თანამდროვე მეთოდების გამოყენება, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კი დავგეგმე შემდეგი ინტერვენციები:
საწყის ეტაპზე კლასში შევიტანე მარტივი ტექსტები, რომელთა წაკითხვა და გააზრება გაუდვილდებოდათ მოსწავლეებს და გაზრდიდა მათ მოტივაციას (ვსწავლობთ ტექსტის გააზრებას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2005) აღნიშნულ სახელმძღვანელოში მოცემულია ტესტური მასალები კითხვის უნარის განსავითარებლად.
გაგება-გააზრების შემოწმებისთვის ვსვამდი კითხვებს ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით. ჯერ ვთხოვდი მოსწავლეებს საკუთარ თავს დაუსვან კითხვა: რა გავიგე ტექსტის წაკითხვისას?  ჩამოწერონ ყველაფერი რაც დაამახსოვრდათ. შემდეგ წაიკითხონ ტექსტი შეადარონ ხომ არ გამორჩათ განხილული მასალიდან რაიმე ინფორმაცია.
ინტერვენცია 1.
აქტივობა SQ4R
გავაცანი მოსწავლეებს აღნიშნული აქტივობა.
სტრატეგიის აბრევიატურა 6 სიტყვას მოიცავს Survey-გადახედე, Quetsion- დასვი შეკითხვები, Read-წაიკითხე, Recite-გადმოეცი, Review- განიხილე და Relate-დააკავშირე. ეს ტექსტის გაგება გააზრების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია, რომელიც ერთ თემაზე განსხვავებული ინფორმაციის დაგროვებისა და განსხვავებული შეხედულების გამოხატვის პროცესში რთავს მოსწავლეს.
 სტრატეგია განსაკუთრებით შედეგიანია მაშინ, როცა მოსწავლეები სწორად ასრულებენ თითოეული ეტაპისთვის განსაზღვრულ აქტივობებს.
 აღნიშნული სტრატეგია გამოვიყენე ინდივიდუალურადაც და ჯგუფებშიც, თუმცა ჯგუფებში მუშაობამ გაცილებით უკეთესი შედეგი მაჩვენა.
1.გადახედე- მოსწავლეები დაათვალიერებენ ტექსტს, აკვირდებიან ტექსტის სტრუქტურულ მახასიათებლებს, დიზაინს, დათვალიერების შემდეგ გამოაქვთ ერთგვარი დასკვნები. ეს პროცესი ხელს უწყობს წინარე ცოდნის გააქტიურებას, რაც გულისხმობს მანამდე ტექსტზე მუშაობის გამოცდილებისას შეძენილი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის პასიურიდან აქტიურ მოქმედებაში გადმოტანას.
2. დასვი შეკითხვები- ამ ეტაპზე მოსწავლეები სვამენ შეკითხვებს და ტექსტის წაკითხვის სურვილი უჩნდებათ, ტექსტს ყურადღებით კითხულობენ, რადგან იციან კითხვის მიზანი
3. წაიკითხე- მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს დანაწევრებით, რათა იპოვონ კითხვებზე პასუხები.
4.გადმოეცი- მას შემდეგ, რაც წაიკითხავენ ტექსტს მოსწავლეები გადმოსცემენ მიღებულ ცოდნას ზეპირად ან წერილობით
5.განიხილე- მოსწავლეები განიხილავენ წაკითხულ ტექსტს, ერთმანეთს უცვლიან მოსაზრებებს, მსჯელობენ განსაკუთრებით საინტერესო ეპიზოდებზე.
6.დააკავშირე- მოსწავლეები მიღებულ ინფორმაციას უკავშირებენ წინარე ცოდნას და საკუთარ გამოცდილებას.
ინტერვენციის შედეგი:
მოცემული სტრატეგიის გამოყენებამ მოსწავლეებს ჩამოუყალიბა ინფორმაციის დახარისხების, ორგანიზების, მსჯელობის უნარი.  განუვითარდათ
ზეპირმეტყველებისა და  სოციალური უნარები და, რაც მთავარია, ტექსტის გაგება-გააზრების პროცესი უფრო მარტივი და სახალისო გახდა.
ინტერვენცია 2: პირამიდა
მიზანი:
ტექსტში დასმული პრობლემის ამოცნობა და მის მიმართ საკუთარი დამოკიდეულების გამოხატვა.
იმისათვის, რომ მოსწავლეებისთვის გამეადვილებინა წაკითხული ტექსტის იდეური გასაღების დანახვა, პრობლემის ამოცნობა და იმის განსაზღვრა თუ როგორაა ტექსტში ეს პრობლემები გადაწყვეტილი გამოვიყენე პირამიდა, რაც მოითხოვს მოსწავლეებისგან წაკითხული ტექსტის სქემატური მონახაზის შექმნას,ასევე მთლიანი ტექსტის ერთგვარ შეფასებას. ამ პროცესის გასაადვილებლად წინასწარ ვამზადებდი სქემას .
                                    1______
                                     2_____________
                              3______________________
                       4_________________________________
                5__________________________________________
         6______________________________________________________
7______________________________________________________________________
     პირამიდის შევსების ინსტრუქცია:
1.ერთი სიტყვით დაწერეთ, ვინ არის ნაწარმოიების მთავარი გმირი,
2.ორი სიტყვით აღწერეთ ნაწარმოების მთავარი გმირი,
3. სამი სიტყვით აღწერეთ მოქმედების დრო და ადგილი,
4. ოთხი სიტყვით  დაწერეთ ნაწარმოებში დასმული პრობლემის შესახებ,
5. ხუთი სიტყვით აღწერეთ ერთი ამბავი /ეპიზოდი ნაწარმოებიდან,
6. ექვსი სიტყვით აღწერეთ მეორე ამბავი/ეპიზოდი ნაწარმოებიდან,
7. შვიდი სიტყვით აღწერეთ როგორ გადაწყდა ნაწარმოებში დასმული პრობლემა.
შედეგი:
 ამ აქტივობის გამოყენებამ მოსწავლეებს გაუმარტივა ტექსტში დასმული პრობლემის ამოცნობა და მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა შეძლეს ჩამოუყალიბდათ  წაკითხული ტექსტის უკეთ გაგება-გააზრების უნარი.
ინტერვენცია 3. შნსკა
მიზანი:
ტექსტის სიღრმისეული გააზრების უნარების ჩამოყალიბება.

შ- შეწყობილ
ნ- ნიშანთა
ს-სისტემა
კ- კითხვასა და
ა- აზროვნებაში
მოსწავლეთა მონაწილეობით შევიმუშავე შემდეგი სიმბოლოები
 +;  -;  ?;  !
ვავალებ მოსწავლეებს მონიშნონ ტექსტში მათთვის გასაგები ადგილები  + -ით
გაუგებარი ადგილები - ით
ემოციური ადგილები ? -ით
ხოლო ის ადგილი ან ფრაზა, რომელზეც აზრის გამოთქმა სურთ  !-ით
შედეგი :
აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო მთლიანი ტექსტის გააზრებას და მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას.

გმირი
გმირის რუკა



თვისება

თვისება

თვისება
 





თთგდფგდგდ

არგუმენტი

არგუმენტი

არგუმენტი
 












მიზანი:
ტექსტის სიღრმისეული გააზრების უნარის ჩამოყალიბება.
მოსწავლეებს ჯერ გმირი უნდა დაესახელებინათ, შემდეგ მისი თვისება და ბოლოს ტექსტიდან არგუმენტი, თუ საიდან ჩანს რომ პერსონაჟი ამ თვისების მატარებელია.
შედეგი:
ხელი შეეწყო ტექსტის უკეთ გააზრებას.მოსწავლეები მუშაობდნენ ინდივიდუალური შესაძლებლობის გათვალისწინებით.

ინტერვენციების შედეგები და ანალიზი
განხორციელებულმა ინტერვენციებმა საგრძნობლად შეცვალა საგაკვეთილო პროცესი და მოსწავლეთა დამოკიდებულება ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებით შეცვალა ჩემი დამოკიდებულება საკუთარი  სწავლის სტილის მიმართ, ვთვლი რომ უნდა გავაუმჯობესო ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო კითხვის ეფექტური მეთოდები. ინტერვენციების განხორციელებამ დადებითი შედეგი გამოიღო კლასის უმრავლესობისთვის. ისინი ინტერესით და ხალისით მუშაობდნენ ტექსტზე შეთავაზებული აქტივობებით. ჯგუფური მუშაობის დროს ავლენდნენ თანამშრომლობის უნარებს, იზიარებდნენ ერთმანეთის აზრს, რაც უადვილებდათ ტექსტზე მუშაობას და მის სიღრმისეულ გააზრებას, როგორც კითხვების დასმას ისე დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემას, რაც მეტ თავდაჯერებულობას მატებდა მათ, ზრდიდა თვითშეფასებას და მოტივაციას.
მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ახალი აქტივობა „პირამიდა“. აღნიშნული აქტივობის გამოყენების შემდეგ მოსწავლეები ყურადღებით კითხულობდნენ ტექსტს, რადგან იცოდნენ, რომ მოუწევდათ პირამიდაში მოცემული დავალებების შესრულება, რაც ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას გულისხმობდა. ასევე პერსონაჟის გამოკვეთა, ვინაიდან მოსწავლეებს უნდა დაესახელებინათ არა მარტო პერსონაჟი, არამედ, უნდა დაეხასიათებინათ ის.  მოქმედების დრო და ადგილი უნდა დაესახელებინათ. გარდა ამისა ეს დავალება ითვალისწინებდა ტექსტში გამოკვეთილი პრობლემის გამოკვეთას  და მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას, რაც ყურადღებიანი და ელიტარული მკითხველის ჩამოყალიბების საწინდარი გახდა.
გმირის რუკა ძალიან საინტერესო გახდა მოსწავლეებისთვის, მოსწავლეები ასრულებდნენ  ამ დავალებას საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში. ეს აქტივობაც ტექსტის სიღრმისეული გააზრების საშუალება აღმოჩნდა, რადგან მოსწავლეებს ჯერ გმირი უნდა დაესახელებინათ, შემდეგ მისი თვისება და ბოლოს ტექსტიდან არგუმენტი, თუ საიდან ჩანს რომ პერსონაჟი ამ თვისების მატარებელია.
მოსწავლეთა ნაწილი ორ ან სამ თვისებასაც ასახელებდა, ისინი მუშაობდნენ ინდივიდუალური შესაძლებლობის გათვალისწინებით.
გაამართლა ნიშანთა სისტემით კითხვის მეთოდმაც, რადგან მოსწავლეებს შეეძლოთ დაეფიქსირებინათ ტექსტიდან გაუგებარი, გასაგები, საინტერესო და ემოციური ადგილები, რამაც მოსწავლეებში სააზროვნო უნარების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში მხოლოდ ერთ კლასთან ვიმუშავე ასეთი მეთოდით, მომდევნო წლიდან ვგეგმავ ყველა კლასში გამოვიყენო კითხვის თანამედროვე მეთოდები, ეს საშუალებას მომცემს მეც ჩვევაში გადამეზარდოს ამ მეთოდების გამოყენება და შესაბამისად არ მომიწევს დიდი დროის დაკარგვა გაკვეთილის დაგეგმვაში მონიტორინგსა და შეფასებაში.
ინტერვენციების შეფასება
ინტერვენციების განხორციელების შემდეგ გამოვკითხე მოსწავლეები, რათა დამედგინა რა შედეგი გამოიღო განხორციელებულმა ინტერვენციებმა.
გამოკითხვის შედეგების ანალიზმა აჩვენა შემდეგი სურათი.
1.
მასწავლებელი ატარებს საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს.
ყოველთვის
გაკვეთილების უმრავლესობაზე
ზოგიერთ გაკვეთილზე
თითქმის არასდროს
2.
მასწავლებელი იყენებს კითხვის ეფექტურ სტრატეგიებს, რათა ტექსტი უკეთ გავიაზროთ.
91%
4%
5%

3.
მასწავლებელს უნდა, რომ გავიაზროთ და არა მხოლოდ დავიმახსოვროთ ტექსტი.
98%
2%


4.
მასწავლებელი კითხვებით ამოწმებს, რომ ნამდვილად გავიგეთ წაკითხული ტექსტი.
100%



5.
მასწავლებლის კითხვები მეხმარება ტექსტის სიღრმისეულად გააზებაში.
86%
9%
5%

6.
მასწავლებელი მაძლევს რჩევებს, როგორ მივაღწიო სასწავლო მიზნებს.
78%
13%
9%


გამოკითხვამ მომცა საშუალება შემეფასებინა თუ რამდენად მიზნობრივად იყო  შერჩეული  ჩემ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ინტერვენციები.
ინტერვენციების შემდგომმა გამოკითხვამ დადებითი შედეგი მიჩვენა. კითხვის ეფექტური მეთოდების გამოყენებამ და სწორად დასმულმა კითხვებმა მოსწავლეებს ხელი შეუწყო ტექსტის სიღრმისეულად გააზრებაში. მიეჩვივნენ დასკვნების დამოუკიდებლად გამოტანას და აზროვნებას. საბოლოო ჯამში კი გავიდნენ უკეთეს სასწავლო შედეგზე.


თავი VI  კვლევის შედეგების გაზიარება
კვლევის დასრულების შემდეგ, 2019 წლის 10 მაისს, შევხვდი ჩემი სკოლის პედაგოგებს შედეგების გაზიარების მიზნით, კოლეგების მხრიდან ინტერესი ძალიან მაღალი იყო, აინტერესებდათ ყველაფერი ამ საკითხის შესახებ, კერძოდ როგორ შევარჩიე საკვლევი თემა, რა ლიტერატერატურას ვეცნობოდი, რა მეთოდებს ვიყენებდი ინტერვევნციების დროს, მქონდა თუ არა სირთულეები მუშაობის პროცესში, როგორ გავაფორმე კვლევის ანგარიში და რა დადებითი შედეგი გამოიღო ჩემმა კვლევამ შევეცადე ამომწურავი პასუხები გამეცა მათ კითხვებზე და მივაწოდე ინფორმაცია პედაგოგიური პრაქტიკის კვლევაზე, თუ რას ისახავდა  მიზნად პრაქტიკის კვლევა, შეხვედრა ძალიან პროდუქტიული და საინტერესო აღმოჩნდა.


თავი VII    პრაქტიკული კვლევის არსი და სკოლაში მისი დანერგვა
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა მასწავლებლებში პრაქტიკული კვლევის კომპეტენციის უნარის ფლობა მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით სამუშაოებებს, ახორციელებს მათ და იყენებს  პრაქტიკულ საქმიანობაში.
1)შეუძლია საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად განსაძღვრა , კვლევის ჩატარება, მონაცემთა დამუშავება-ინტერპრეტაცია, კვლევის შედეგების გამოყენება, საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
2)სწორედ ამიტომ „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მიხედვით წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ერთ ერთი სავალდებულო აქტივობაა საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში იდენტიფიცირებული საჭიროებების ანალიზის საფუძველზე პრაქტიკული კვლევის განხორციელება, ხოლო მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად პრაქტიკული კვლევის განხორციელება სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე.
კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის, სტატიის, პროექტის და სხვა სახით.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს. ეს არის პროფესიული სიტუაციების სისტემური კვლევა, ჩატარებული მასწავლებელთა მიერ საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის, სასწავლო პროცესის და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
პროფესიონალია მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია პედაგოგიური საქმიანობის  დროს წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება, მისი გადაჭრის გზების ძიება, პოვნა, ახალი იდეების, სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო წამოჭრილი სიძნელეების დროს კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად.
ამრიგად, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა არის პედაგოგების, დირექტორების მიერ ჩატარებული ნებისმიერი სახის მეთოდური გამოკვლევა კონკრეტული მასწავლებლის, სკოლის საქმიანობის  შესწავლა ინფორმაციის შეგროვების და გაუმჯობესების მიზნით.
პრაქტიკის კვლევის განმახორციელებელმა პირებმა უნდა გააცნობიერონ, რომ კვლევაში ჩართვა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საუკეთესო საშუალებაა, პროფესიულად მზარდი მასწავლებელი მუდმივად განაახლებს საკუთარ პედაგოგურ პრაქტიკას, რაც სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისა და მოსწავლეთა მოსწრების გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა.

თავი VIII.  მიგნებები, რეკომენდაციები, კვლევის ნაკლოვანებები, დასკნა, ბიბლიოგრაფია, რეფლექსია.
მიგნებები
ჩატარებული გამოკითხვის შედეგად და მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
·         მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია, უყურადღებობა;
·         მოსწავლეებს უჭირთ რთული მასალის გაგება-გააზრება;
·         მშობელი სასწავლო პროცესში სხვადასხვა მიზეზის გამო ნაკლებად არის ჩართული;
·         სასურველია შეიცვალოს სახელმძღვანელოში მოცემული ზოგიერთი ტექსტი, სადაც მოსწაცლეებისთვის უინტერესო ტექსტებია წარმოდგენილი და მოსწავლეებს უკარგავს მოტივაციას;
·         უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტერესი, უნარები და ინდივიდუალური შესაძლებლობები;
·         აუცილებელია მასწავლებელი მუდმივად იკვლევდეს კლასის საჭიროებებს.
მნიშვნელოვანი მიგნებაიყო ისიც, რომ ჩემი კვლევის ამოცანები, ინტერვენციები და რეკომენდაციები მოდიფიცირების შემდეგ შესაძლებელია გამოადგეს სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს, რადგან ტექსტის გაგება-გააზრება მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურაში არ სჭირდებათ მოსწავლეებს, აღნიშნული უნარი საჭიროა ყველა საგანში.
რეკომენდაციები
ინტერვენციების განხორციელების შემდეგ გამოიკვეთა შემდეგი საკითხები:
·         საწყის ეტაპზე მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების მიზნით გამოვიყენოთ ადაპტირებული ტექსტები, მათი ასაკობრივი თავისებურებების და შესაძლებლობების გათვალისწინებით;
·         მოსწავლეებში წაკითხული ტექსტის უკეთ გააზრებისთვის მასწავლებლებმა გამოიყენონ კითხვის ეფექტური მეთოდები;
·         მასწავლებლებმა ასწავლონ მოსწავლეებს წაკითხული ტექსტიდან ძირითადი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის ამოღება და დახარისხება;
·         თუ რამდენიმე მასწავლებელი ერთდროულად განახორციელებს ინტერვენციებს, ვფიქრობ, რომ უკეთეს შედეგს მივიღებთ და მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის უკეთ გააზრებას;
·         მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს მშობელთა ჩართულობაც, რადგან მათ გარეშე გაგვიჭირდება მიზნის მიღწევა, მშობელი ხომ ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, რომელიც თუ მონიტორინგს გაუწევს თავისი შვილის სასწავლო პროცესს ბავშვი იძულებული გახდება იზრუნოს სწავლის ხარისხსა და შედეგზე;
·         სასურველია ხშირად ჩავატაროთ საკლასო დისკუსიები, რათა მოსწავლეები მიეჩვიონ საკუთარი აზრის საფიქსირებას და მის დაცვას;
·         უნდა შეგვეძლოს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები გამოვუმუშავოთ მოსწავლეებს, რათა გახდნენ კონკურენტუნარიანები მსოფლიო გამოწვევის წინაშე;
·         უნდა ავუხსნათ თითოეული ინტერვენციის მიზანი და შედეგი;
·         უნდა მივაწოდოთ მკაფიო ინსტრუქციები თითოეული დავალების შესრულებისას, რათა მოსწავლეებმა დრო მიზნობრივად გამოიყენონ;
·         საგაკვეთილო პროცესი გავხადოთ სახალისო და მრავალფეროვანი.

კვლევის ნაკლოვანებები
კვლევის პროცესში თავი იჩინა საკმაოდ ბევრმა სხვა პრობლემამ, რომლებიც საკვლევ საკითხს უკავშირდებოდა, მაგრამ ერთდროულად ბევრ საკითხზე მუშაობა ვერ მოვახერხე, საკვლევი მიზნიდან გამომდინარე  მომავლისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ აღნიშნულ ნაკლოვანებებს.


დასკვნა
ჩემ მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევის საფუძველზე, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარების გაუმჯობესება შემიძლია დავასკვნა, რომ აღნიშნული უნარის დეფიციტი გამოწვეულია იმით, რომ
·         მასწავლებლები ნაკლებად იყენებენ კითხვის ეფექტურ მეთოდებს
·         მშობლის ჩართულობა დაბალია სასწავლო პროცესში
·         მოსწავლეთა უინტერესობა, დაბალი მოტივაცია
·         სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტები მოსწავლეებისთვის უინტერესოა შინაარსობრივი თვალსაზრისით
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად გადაიდგას  გარკვეული ნაბიჯები,  კერძოდ
·         კითხვის ეფექტური მეთოდების გამოყენება სასწავლო პროცესში,
·         ადაპტირებული ტექსტების შეტანა მოსწავლეთა ინტერესისა  და სწავლის სტილის გათვალისწინებით.
კვლევა ჩატარდა ეთიკური ნორმების დაცვით, ინფორმირებული იყო დირექცია, მასწავლებლები, მშობლებისგან ავიღე ნებართვა მათი შვილის კვლევაში მონაწილეობის შესახებ. კვლევა არ იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას.
 გამოსწორდა შედეგებიც. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კვლევა წარმატებით განხორციელდა. საკითხისადმი ინტერესი გამოიჩინეს, როგორც მოსწავლეებმა, ისე მშობლებმა. კვლევამ გაზარდა მშობელთა ჩართულობა, ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია პირველ სემესტრთან შედარებით, თუმცა ვფიქრობ, რომ უკეთესი შედეგის მიღებაც შეიძლებოდა.
კვლევამ გამოკვეთა ჩემი, როგორც პედაგოგის ძლიერი და სუსტი მხარეები, რამაც მომცა საშუალება სამომავლოდ შევიმუშავო თითოეულ მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული სტრატეგიები და შესაბამისი რესურსები. მივაწოდო პოზიტიური უკუკავშირი თითეული აქტივობის შემდეგ, რაც გაზრდის მოსწავლის ცოდნის დონეს და ესგ-ს სტანდარტის შესაბამისი იქნება.



ბიბილიოგრაფია:
1.      ბლუმის ტაქსონომია, ნინო ლომიძე;
2.      ბესელია, ნ.,  პაპავა, პ., წიგნიერება დაწყებით კლასებში, მეთოდური სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო, 2011 წელი;
3.      ბერძენიშვილი, ც., გოდუაძე, მ., მასწავლებლის წიგნი, სწავლების ფსიქოლოგია,
4.      დიუი, ჯონ., როგორ ვაზროვნებთ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, თბილისი, 2013 წელი;

5.      ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016;
6.      ,,ვსწავლობთ  ტექსტის გააზრებას” – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2005;
7.      ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები;
8.      ილიაუნის სახელმძღვანელო, თბილისი, 2016;
9.      კითხვის ეფექტური მეთოდები 2, მასწავლებელთ პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრი, ვებ გვერდი: www.tpdc.ge, ელ ფოსტა: info@tpdc.ge, 2011 წელი;
10.  კითხვის ეფექტური მეთოდები 3, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2013 წელი;
11.  კუტალაძე, ი., ,,როგორ ვასწავლოთ კითხვა” –გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2010;
12.  ,,კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე (G-pried)- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგის პროგრამა, 2013 ;
13.  ლობჟანიძე, ს., ფირჩხაძე, მ., რატიანი, მ.,ლომიძე, ნ., ჭიაბერაშვილი, ნ.,  მასწავლებლის წიგნი, ინტერაქტიური მეთოდები;
14.  პროფესიული უნარები 2008, გამოცდების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2008 წელი;
15.  საგნობრივი სტანდარტი, ქართული ენა და ლიტერატურა, 2011-2016;
16.  სამსონია, ი., ,,წიგნიერება” – 2013;
17.  ქიტოშვილი, თ., წიგნიერება, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2015 წელი;
ბიბილიოგრაფია:
1.      ბლუმის ტაქსონომია, ნინო ლომიძე;
2.      ბესელია, ნ.,  პაპავა, პ., წიგნიერება დაწყებით კლასებში, მეთოდური სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო, 2011 წელი;
3.      ბერძენიშვილი, ც., გოდუაძე, მ., მასწავლებლის წიგნი, სწავლების ფსიქოლოგია,
4.      დიუი, ჯონ., როგორ ვაზროვნებთ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, თბილისი, 2013 წელი;

5.      ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016;
6.      ,,ვსწავლობთ  ტექსტის გააზრებას” – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2005;
7.      ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები;
8.      ილიაუნის სახელმძღვანელო, თბილისი, 2016;
9.      კითხვის ეფექტური მეთოდები 2, მასწავლებელთ პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრი, ვებ გვერდი: www.tpdc.ge, ელ ფოსტა: info@tpdc.ge, 2011 წელი;
10.  კითხვის ეფექტური მეთოდები 3, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2013 წელი;
11.  კუტალაძე, ი., ,,როგორ ვასწავლოთ კითხვა” –გამოცდების ეროვნული ცენტრი, 2010;
12.  ,,კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე (G-pried)- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგის პროგრამა, 2013 ;
13.  ლობჟანიძე, ს., ფირჩხაძე, მ., რატიანი, მ.,ლომიძე, ნ., ჭიაბერაშვილი, ნ.,  მასწავლებლის წიგნი, ინტერაქტიური მეთოდები;
14.  პროფესიული უნარები 2008, გამოცდების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2008 წელი;
15.  საგნობრივი სტანდარტი, ქართული ენა და ლიტერატურა, 2011-2016;
16.  სამსონია, ი., ,,წიგნიერება” – 2013;
17.  ქიტოშვილი, თ., წიგნიერება, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2015 წელი;

  
დანართი N2
კითხვარი მოსწავლეებისთვის;
მოგესალმებით.
თქვენს კლასში გადავწყვიტე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, რომლის მიზანია მოსწავლეებში წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარების გაუმჯობესება, როგორც ვიცით,  გაგება-გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა საგნის კომპეტენციისათვის, შესაბამისად, თქვენ კვლევის პროცესის უშუალო მონაწილეები ხართ, ამიტომ თქვენი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებით განხორციელებისთვის. მიღებული ინფორმაცია ანონიმურია, არ არის აუცილებელი კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1.      კითხვის რომელ მეთოდს იყენებ იმისათვის, რომ ტექსტი კარგად გაიაზრო?
მარკირება; პაუზებით კითხვა; ნიშანთა სისტემით კითხვა.
2.      რა დროს ანდომებ ტექსტის წაკითხვა-გააზრებას?
3.      გაქვთ თუ არა თქვენეული სტრატეგია წაკითხული ტექსტის გააზრებისას?
4.      არის თუ არა თქვენი საგაკვეთილო პროცესი ერთფეროვანი?
დიახ; არა.
5.      რამდენად კარგად შეგიძლია ტექსტიდან მთავარი და მეორე ხარისხოვანი ინფორმაციის ამოღება?
კარგად; საშუალოდ; ცუდად.
6.      გჭირდება თუ არა დახმარება ტექსტზე მუშაობისას?
დიახ; არა; ზოგჯერ.
7.      რომელი უფრო გიადვილდება, მოსმენით გააზრება თუ კითხვით?
მოსმენით; კითხვით.
რთულია; საშუალო სირთულისაა; მარტივია.
8.      მოგწონთ თუ არა თქვენი საგაკვეთილო პროცესი?
დიახ; არა; ნაწილობრივ.
9.      როგორ ფიქრობთ, რამდენად რთულია თქვენთვის გასააზრებლად სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტები?
10.  რა ტიპის ტექსტების გააზრება გიადვილდებათ?
ნარატიული; საინფორმაციო; ადაპტირებული.

დანართი N3
კითხვარი მშობლებისთვის
მოგესალმებით
ჩემი მიზანია VII-კლასში პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, თემაზე: მოსწავლეებში წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარების გაუმჯობესება, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩემთვის დეტალურად შევისწავლო არსებული მდგომარეობა და გამოვძებნოთ პრობლემის გადაჭრის გზები, რაც დაეხმარება მოსწავლეებს მონიტორინგი გაუწიონ საკუთარი სწავლის პროცესს. მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე უკეთ დაგეგმონ და განახორციელონ სწავლის პროცესი, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს მათი შედეგების გაუმჯობესებას.

1.      რა დროს ანდომებს თქვენი შვილი ტექსტის გაგება-გააზრებას?
2.      არის თუ არა სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ტექსტები მათთვის მისაღები შინაარსობრივი თვალსაზრისით?
დიახ; არა.
3.      იყენებს თუ არა მასწავლებელი მრავალფეროვან აქტივობებს?
დიახ; არა; იშვიათად.
4.      რა თემებია მათთვის საინტერესო, რომელთა შესწავლაც გაზრდის მათ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში?
5.      ეხმარებით თუ არა თქვენს შვილს წაკითხული ტექსტის გააზრებაში?
დიახ; არა; ზოგჯერ.

დანართი N4
მშობლის თანხმობის ფორმა
მე, სახელი,გვარი ------------   ----------------------თანხმობას ვაცხადებ ჩემი შვილის მონაწილეობაზე კვლევის პროცესში, მე ვიცი და ვაცნობიერებ, რომ ჩემს შვილს ნებისმიერ მომენტში აქვს უფლება შეწყვიტოს კვლევაში მონაწილეობა.
გმადლობთ თანხმობისთვის.
ხელმოწერა: ---------------------



რეფლექსია
სსიპ სოფელ დუისის საჯარო სკოლის VII -კლასში  განვახორციელე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე: მოსწავლეებში წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარების გაუმჯობესება და აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად დაგეგმილი  და განხორციელებული ინტერვენციები.
კვლევის მიზანი იყო მოსწავლეებში წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარების გაუმჯობესება. კვლევა დაიწყო 2018 წლის ოქტომბერში და დასრულდა 2019 წლის მაისში. მიზანი უკავშირდებოდა ესგ-ს მისაღწევ შედეგსა და ინდიკატორს.
კვლევის ჩატარება განპირობებული იყო პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე და მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღეს მოსწავლეებმა ტექსტის სიღრმისეულად გააზრების კუთხით.
საწყის ეტაპზე შევისწავლე და განვიხილე ლიტერატურა, რომელიც ამ საკითხს უკავშირდებოდა. სწორად შესწავლილმა ლიტერატურამ და კოლეგების რეკომენდაციებმა, რომლებსაც ვითვალისწინებდი კვლევის პროცესში, მომცა საშუალება ინტერვენციები მიზნობრივად გამომეყენებინა.
კვლევა ჩატარდა, როგორც თვისებრივი, ისე რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით, ინსტრუმენტებს კი წარმოადგენდა დაკვირვება, ინტერვიუ, ღია და დახურული ანკეტირება,  ფოკუს ჯგუფი და გამოკითხვა. შედეგის მისაღწევად განვახორციელე ინტერვენციები, რომლებიც კვლევის პროცესში საჭიროებიდან გამომდინარე კოლეგებთან კონსულტაციის შედეგად დავგეგმე. ინტერვენციები მიზნობრივად შევარჩიეთ შედეგზე გასასვლელად.
გავესაუბრე მშობლებს, ვთხოვე კითხვარის შევსება, მოსწავლეთა გამოკითხვა, ანონიმური,  ღია და დახურული ანკეტირება ვაწარმოე წერილობითი ფორმით. შედეგები არც თუ ისე სახარბიელო აღმოჩნდა. გამოიკვეთა, რომ მოსწავლეებს უჭირთ წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება.
რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს წამოვაყენე ჰიპოთეზები:
·         ერთფეროვანი გაკვეთილები;
·         რთული და უინტერესო ტექსტები;
·         მოსწავლეები ყურადღებას აქცევენ ტექსტის ზედაპირულ ინფორმაციას და მას სიღრმისეულად არ იაზრებენ;
·         არ იციან ტექსტზე მუშაობის სტრატეგიები;
·         საგნისადმი დაბალი მოტივაცია. ფიქრობენ, რომ ქართული ძალიან მარტივია და არ გაუჭირდებათ;
·         მაღალი თვითშეფასება;
·         მეტაკოგნიტური უნარების ნაკლებობა
დასკვნა, რომელიც მონაცემთა ანალიზის შედეგად გამოვიტანე შემდეგია:
·         კითხვის ეფექტური მეთოდების გამოყენება სასწავლო პროცესში,
·         ადაპტირებული ტექსტების შეტანა მოსწავლეთა ინტერესისა  და სწავლის სტილის გათვალისწინებით.
დავგეგმე ინტერვენციები აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, რომლებმაც უკეთესი შედეგი მომცა.
შედეგები გავუზიარე კოლეგებს და მათგან მივიღე უკუკავშირი. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კვლევა დროში იყო გაწელილი. მათი აზრით მსგავსი პრობლემების მოგვარება უფრო მოკლე დროშიც იქნებოდა შესაძლებელი. ამ მოსაზრებას მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა დანარჩენინი კოლეგებისგან. ისინი მიიჩნევდნენ, რომ საკვლევი თემა,  წაკითხულის გაგება-გააზრება ისეთი თემაა, რომელსაც მუდმივად  სჭირდება განვითარება და მისი გაუმჯობესებისთვის აღნიშნული დრო არ არის გაწელილი.
პედაგოგები დაინტერესდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა მათაც განეხორციელებინათ საკუთარი პრაქტიკის კვლევა. ისინი სვამდნენ შეკითხვებს თემასთან დაკავშირებით. ჩემი გამოცდილების ფარგლებში ვუზიარებდი საკუთარ ცოდნას და ვფიქრობ, დავარწმუნე, რომ მათაც შეუძლიათ კვლევის განხორციელება.
აღნიშნულმა კვლევამ დიდი გამოცდილება მომცა, სწავლების პროცესში დავაკვირდე და შევისწავლო პრობლემური საკითხები.  კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა არის პროფესიული სიტუაციების სისტემური კვლევა, რომელსაც მასწავლებლები სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად და საკუთარი პროფესიონალიზმის შეფასების და დახვეწის მიზნით მუდმივად უნდა ახორციელებდნენ.

     

No comments:

Post a Comment